Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის პროკურატურასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს


ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც უკვე გაუვნებელყოფილია. შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან წუხელ ღამით იპოვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა პირი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა.
XS
SM
MD
LG