Accessibility links

logo-print

ჩინეთი უფლებადამცავ ჩენის უცხოეთში გამგზავრებას არ ეწინააღმდეგება


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ უფლებადამცავ ჩენ გეუანჩენს შეუძლია ითხოვოს უცხოეთში წასვლის უფლება ისევე, როგორც ჩინეთის ნებისმიერ მოქალაქეს. ადრე, ჩენმა, რომელიც შინა პატიმრობიდან გაიქცა და აშშ-ის საელჩოს შეაფარა თავი, მერე დატოვა ის, რადგან ჩინეთის ხელისუფლებამ პირობა მისცა, რომ ის და მისი ოჯახი უსაფრთხოედ იქნებოდნენ. ამის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და გამოთქვა სურვილი, დატოვოს ჩინეთი. წუხელ მან აშშ-ის კონგრესს მიმართა დახმარებისთვის თხოვნით. მისი თქმით, როცა მეგობრები საავადმყოფოში მის მონახულებას ცდილობდნენ, ისინი ცემეს. ჩენის ცოლს კი, მისივე თანახმად, მუდმივად უთვალთვალებენ. ჩენი ცნობილი გახდა მას მერე, რაც გამოააშკარავა იძულებითი აბორტებისა და ქალების სტერილიზაციის ფაქტები. ჩინეთში თავისი სტუმრობის დასრულებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ვენ ძიბაოსთან ერთად, საჯაროდ არ გააკეთა ჩენის საქმეზე კომენტარი, თქვა, მხოლოდ, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა საყოფელთაო და არა მხოლოდ დასავლური კულტურის ფასეულობაა. მოგვიანებით, ჩინეთის მთავრობის პოზიციის გამოცხადების შემდეგ, კლინტონმა განაცხადა, რომ ჩენისთვის დახმარების საქმეში ნაბიჯი გადაიდგა წინ და მასთან კონტაქტში ვრჩებით ამ საქმეში წისვლის მიზნითო.
XS
SM
MD
LG