Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სოხუმს ესტუმრა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი სოხუმში იმყოფება. მასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ საქართველოში ევროკავშირის და გაეროს მისიების პოლიტიკური მრჩევლები. დღის პირველ ნახევარში დიპლომატები შეხვდნენ ადგილობრივი უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას და აფხაზური სახალხო კრების სპიკერ ვალერი ბგანბას. საღამოს დაგეგმილია მათი შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბთან. რამდენიმე დღის წინ, აფხაზურმა მხარემ არასასურველ პირად გამოაცხადა საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი, რომელიც საზღვრისპირა ზონაში მომხდარი ინციდენტების უგულებელყოფასა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG