Accessibility links

იტალიის პოლიციამ დააკავა ბინების მძარცველები საქართველოდან


იტალიის პოლიციის ცნობით, მან დააკავა 33 პირი, უმეტსად საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბინების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. იტალიაში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე გაბაშვილმა ჟურნალისტებს პარასკევს განუცხადა, რომ დაპატიმრებულია რამდენიმე დამნაშავეობრივი ჯგუფი. მათ ბრალად ედებათ ბინების ძარცვა მილანში, პერუჯაში, ნეაპოლსა და გენუაში. გაბაშვილის თქმით, პოლიციამ ამოიღო თითქმის მილიონი დოლარის ოდენობის ნივთები. პოლიცია თვლის, რომ ნივთები ბინების ძარცვის დროსაა მოპარული. გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG