Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია ზუგდიდის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდა


"ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ ჯერ დადებულმა და შემდეგ აღებულმა ნაღმმა არ შეგაშინოთ, რადგან აისბერგი დაიძრა”, - ამ სიტყვებით კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს მიმართა ზუგდიდის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას. ალასანიას განცხადებით, ”ქართული ოცნება” არასდროს მიატოვებს სამეგრელოს, სადაც ერთპიროვნული კლანური მმართველობა სრულდება და თავისუფლება იწყება. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბს უხელმძღვანელებს ამჟამად პატიმრობაში მყოფი სერგო ჩაჩიბაია. ალასანიას თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ჩაჩიბაია უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან ისინი, ვისი ბრძანებითაც ეს ადამიანები დააკავეს. სერგო ჩაჩიბაია სამართლადამცავებმა ზუგდიდში 25 მარტს დააპატიმრეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ცივი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით. ზუგდიდის მოსახლეობასთან ირაკლი ალასანიას დღევანდელ შეხვედრას დაესწრო საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.
XS
SM
MD
LG