Accessibility links

ლაივპრესისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტები სამართალდამცავებს ხელის შეშლაში ადანაშაულებენ


ზუგდიდში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის გაშუქებისას ინტერნეტგამოცემების ლაივპრესის და ნეტგაზეთის ჟურნალისტები სამართალდამცავებს პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ლაივპრესის კორესპონდენტს წაართვეს ციფრული კამერა, საიდანაც მეხსიერების ბარათი ამოიღეს, ნეტგაზეთის ჟურნალისტს კი ვიდეოკადრები წაუშალეს და განუმარტეს, რომ მის მიერ გადაღებული მასალა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მომხდარის გამო, ჟურნალისტებმა სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის ოფისს მიმართეს და შესაბამისი ახსნა-განმარტებები მისცეს.
XS
SM
MD
LG