Accessibility links

დაღესტანში აფეთქებების დროს დახოცილებს შაბათს იგლოვებენ


რუსეთის რესპუბლიკა დაღესტანში შაბათს გამოცხადდა იმ14 ადამიანის გლოვის დღე, რომლებიც დაიხოცნენ მაჰაჩყალასთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებების დროს. ცნობით, პირველი აფეთქება მოხდა ხუთშაბათს, მანქანაში, რომელიც პოლიციის საგუშაგოსთან იდგა. 25 წუთის შემდეგ მოხდა მეორე აფეთქება იქვე, სადაც სამხედროები და გამომძიებლები მივიდნენ პირველი აქტის გამო. დაშავდა ასამდე ადამიანი. ექიმების თანახმად, დახოცილებს შორის არიან თვითმკვლელები, ერთი ქალი და ერთი კაცი.
XS
SM
MD
LG