Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ჭადრაკში ჩემპიონს გაძევებით ემუქრება


საფრანგეთი ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება ჭადრაკში 12 წლის ასაკამდე ქვეყნის ჩემპიონს, რადგან ბიჭუნა იქ არალეგალურად ცხოვრობს. თერთმეტი წლის ფაჰიმ ალამი მამასთან ერთად ბანგლადეშიდან ჩავიდა საფრანგეთში 2008 წელს და 2010-ში ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. ალამმა ქვეყნის ჩემპიონობა მოიგო აპრილში და მიწვეული იყო ეროვნულ ნაკრებში, თუმცა უცხოეთშიი გამართულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება საბუთების გამო არ ჰქონდა. ახლა ალამი ცხოვრობს პარიზის მახლობლად, კრეტილში, სადაც ამ ქვეყნის საუკეთესო საჭადრაკო კლუბი მუშაობს. პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ფიონმა განაცხადა, რომ ის ალამის საქმეს დიდი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს. საფრანგეთმა 2011 წელს 30 ათასამდე უკანონო მოსახლე გააძევა ქვეყნიდან.
XS
SM
MD
LG