Accessibility links

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს არ დაესწრება ევროკავშირის სპორტის კომისარი


სპორტის კომისარი ევროპის კავშირის ბოლო ოფიციალურიი პირია, რომელიც არ დაესწრება 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უკრაინაში, იქ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს თაობაზე შეშფოთების გამო. ანდრულა ვასილიუმ განაცხადა, რომ მისი დასწრება თამაშებზე უკრაინაში, არ იქნება გამართლებული, მაგრამ პოლონეთში ჩემპიონატის მატჩებზე ჩასვლას აპირებს. ევროკავშირის არართმა მოხელემ, მათ შორს უზენაესმა კომისარმა, ბაროზუმ და საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ეშტონმა უარი თქვეს დაესწრონ უკრაინაში თამაშებს ტიმოშენკოსთან დაკავშირებული საჩივრის გამო. ტიმოiენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის უკრაინაში. ის აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალლდებებს პოლიტიკური ფონი აქვს, მან აპრილის ბოლოს შიმშილობა გამოაცხადა ციხეში მის მიმართ ძალადობისთვის პროტესტის გამოცხადების ნიშნად.
XS
SM
MD
LG