Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროვიზიამ სომხეთს ჯარიმა დააკისრა


ევროვიზიის სიმღერის კონკრუსში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ევროპის სამაუწყებლო კავშირმა სომხეთს ჯარიმა დააკისრა. ერევანს, გარდა იმას, რომ გადაიხდის მონაწილეობის თანხას, თანხის ნახევარს ჯარიმის სახით გადაარიცხვინებენ. კავშირმა, რომელიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უკეთებს ორგანიზებას, ასევე განაცხადა, რომ სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში უნდა უჩვენოს ევროვიზიის ფინალი, რომელიც ბაქოში იმართება, თორემ სომხეთი გამოირიცხება 2013 წლის კონკრუსიდან. მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს. სომხეთმა არ ისურვა ბაქოში ევროვიზიის ფინალზე თავისი ჯგუფი გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG