Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში საჰაერო ბურთების გასკდომის შედეგად 140-მდე კაცი დაშავდა


ერევანში, ოპოზიციის პარტიულ მიტინგზე მომხდარი გასაბერი ბურთების გასკდომის შედეგად 140-მდე ადამიანი დაშავდა. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მიტინგი ერევნის ცენტრში რესპუბლიკური პარტიის მოედანზე გაიმართა და მიეძღვნა 6 მაისისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს. ყველა დაშავებული უშუალოდ იმყოფებოდა სცენასთან, სადაც ჰელიუმით დაბერილ ასობით ბურთებს აფრიალებდნენ. ბურთები ერთბაშად აფეთქდა და ხალხს გამდნარი რეზინის წვეთები შეაშხეფა. აალების მიზეზი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის დასკვნით, შესაძლოა ანთებული სიგარეტი გამხდარიყო.
XS
SM
MD
LG