Accessibility links

logo-print

ირანში, არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტის ოპონენტები იმარჯვებენ


პარასკევს ირანში გამართული საპარლამენტო არჩევნების კიდევ ერთ ტურში პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მოწინააღმდეგეებმა გამარჯვება მოიპოვეს, ამას ადასტურებს წინასწარი შედეგები. ირანის მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის მოქიშპეებმა 20 მანდატი მოიგეს, მომხრეებმა კი მხოლოდ ერთი. ამ ტურს უნდა გადაეწყვიტა 65 მანდატის ბედი. პირველ ტურში მაჰმუდ აჰმადინეჟადის მომხრეებმა უკვე ნახეს მარცხი. პარლამენტი ირანში პირდაპირ არ აკონტროლებს უმთავრეს პოლიტიკურ საკითხებს, მაგალითად ატომურ პროგრამას, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს 2013 წლის საპრეზინენტო არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG