Accessibility links

logo-print

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ერევანის საავადმყოფოში 25 ადამიანი რჩება


სომხეთის მმართველი, რესპუბლიკური პარტიის შეხვედრაზე გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა საჰაერო ბუშტების აფეთქებას 157 ადამიანის დაშავება მოჰყვა, საავადმყოფოში კვლავ რჩება 25 მათგანი, რომლებსაც ინტენსიური მკურნალობა სჭირდებათ. შეხვედრის დროს მონაწილეებს ხელში ეჭირათ დიდი პრაოდენობით ჰელიუმის ნარევით გაბერილი ბუშიები. ერთის გახეთქვას, რისი მიზეზიც დაგენილი არ არის, მოჰყვა ბუშტების დიდი რაოდენობის აფეთქება. კვირისთვის დანიშნული საპაროლამენტო არჩევნებისწინა შეხვედრას ათეულათასობით ადამიანი ესწრებოდა. ინციდენტის მიუხედავად, პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა, შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
XS
SM
MD
LG