Accessibility links

logo-print

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილების სასამართლო დაიწყო


მომხდარიდან ათზე მეტი წლის შემდეგ, 5 მაისს აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ პირები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მოწყობილი ტერაქტების ორგანიზებაში. ამ ტერაქტებს 3000-მდე ადამიანი ემხვერპლა. ეჭვმიტალითა ჯგუფს, თვითგამოცხადებულ ორგანიზატორს ხალიდ შეიხ მუჰამადს ბრალდება თუ დაუმტკიცდთა, სამუდამო პრატიმრობა მოელით. მასთან ერთად გუანტანამოს სამხედრო ბაზის ციხეში ასამართლებენ კიდევ ოთხ პირს. მათ ბრალად ედებათ თვითმფრინავის გატაცება, შეთქმულების მოწყობა, მკვლეობა და ტერორიზმი. სანამ პროცესი დაიწყებოდა, მოხდა უკვე შეფერხება, რადგან ეჭვმიტანილებმა მოიხსნეს სასმენი მოწყობილობა, რომლის გზითაც მათ არაბული თარგმანი უნდა ესმინათ. ბრალდებკლებმა, მოსამართლის, კოლონელ ჯეიმს პოლის შეკითვებს პასუხი არ გასცეს. პროცესს ესწრებიან მსხვერპლის ნათესავები.
XS
SM
MD
LG