Accessibility links

logo-print

ფრანსუა ოლანდი: "საფრანგეთმა ცვლილება აირჩია"


ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სოციალისტმა კანდიდატმა, კვირას საღამოს, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, განაცხადა, რომ საფრანგეთმა 6 მაისს ცვლილება აირჩია და პრეზიდეტის თანამდებობაზე მისი ყოფნა ისურვა. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა: "ფრანსუა ოლანდი რესპუბლიკის პრეზიდენტია, მას პატივი უნდა ვცეთ". წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 52 პროცენტით ოლანდი იმარჯვებს. მას ოთხი პროცენტით ჩამორჩება მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი. სარკოზის თანახმად, ის ტელეფონით ესაუბრა ოლანდს და წარმატება უსურვა. ოლანდი განახლების მომხრეა, ის ევროპის საფინანსო შეთანხმების გადასინჯვის სურვილით გამოდის, რაც, მისი აზრით, უმუშევრობის დონის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის ტემპის გაზრდას მოიტანს. გერმანიის პრეზიდენტმა, იოახიმ გაუკმა ოლანდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
XS
SM
MD
LG