Accessibility links

logo-print

სერბიაში ჩატარდა საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები


სერბიაში დღეს ერთმანეთის პარალერულად სამი არჩევნები გაიმართა. მოულოდნელად მაღალი იყო ელექტორატის აქტიურობა. სერბიის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც 12 კანდიდატი მონაწილეობდა, ერთმანეთს უპირისპირდებიან პროევროპული მოქმედი პრეზიდენტი, ბორის ტადიჩი და მოსკოვის მომხრე სოციალისტი მეტოქე, ტომა ნიკოლიჩი. მოელიან, რომ მეორე ტურში ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საპარლამენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ტადიჩის დემოკრატიული პარტია ვერ აჯობებს ნიკოლიჩის სერბიის პროგრესულ პარტიას. ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირის მომხრე ძალებს მეტი შანსი აქვთ შექმნან უმრავლესობის კოალიცია, ვიდრე ნაციონალისტულ პარტიებს. ამას გარდა, სერბიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. წინასწარ შედეგებს დღესვე, მოგვიანებით მოელიან.
XS
SM
MD
LG