Accessibility links

logo-print

სომხეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები


სომხეთში, ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები. საარჩევნო კომიის ბოლო მონაცემებით, მასში 17 საათისთვის მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ხმის უფლების მქონეთა 52 პროცენტს. დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო პროცესში დარღვევების შესახებ, როგორიცაა ქრთამით ამომრჩევლების მოსყიდვა. პრობლემა გაჩნდა პასპორტში ბეჭდების გამოც. ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეებს პასპორტში ურტყამდნენ ბეჭედს, რომელიც 12 საათში უნდა გამქრალიყო. იუწყებოდნენ შემთხვევების შესახებ, როცა ბეჭედი მალევე ქრებოდა, რაც პასპორტის მფლობელს სხვა უბანში ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევდა. სომხეთის ეროვნულ კრებაში 90 დეპუტატია. პროპორციული წესით 41 დეპუტატს ირჩევენ, ხოლოდ დანარჩენს მაჟორიტარული სისტემით.vწინასწარი გამოკითხვებით, მმართველი რესპუბლიკური პარტია და მისი კოალიციური პარტნიორი, „აყვავებული სომხეთი“, იყვნენ წინ. მათი მეტოქეა ოპოზიციური, სომხეთის ეროვნული კონგრესი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი განაგებს. ბიულეტენეში შეტანილია რვა პარტია და ერთი პარტიული ბლოკი.
XS
SM
MD
LG