Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრში პოლიციამ ასეულობით ადამიანი დააკავა


მოსკოვის ცენტრში დღეს პოლიციამ დააკავა 400-მდე ადამიანი. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არეულობებისკენ მოწოდების და სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის მუხლებით. ამის შესახებ განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმრომადგენელმა, ვლადიმირ მარკინმა. ბალოტნაიას მოედანზე, სადაც ოპოზიციის მსვლელობა უნდა დასრულებულიყო და მიტინგი უნდა გამართულიყო, შეტაკება მოხდა პოლიციასთან. ორივე მხარეს არიან დაშავებულები, რამდენიმე პირი საავადმყოფოში წაივყვანეს. დაპირისპირება მოჰყვა პოლიციის მცდელობას იყო, გაედევნა ხალხი დიდი ქვის ხიდიდან, სადაც მსვლელობის მონაწილეებმა მოაწყვეს მჯდომარე გაფიცვა. ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია პოლიციის სურვილმა, დაეხურა ხიდი და არ დაეშვა იქ აქტივისტები. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციის ლიდერები, სერგეი უდალცოვი, ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პოლიცია მძაფრად მოქმედებდა. უფრო ადრე, შეკრებილების პროვოცირებას ცდილობდნენ კრემლის ერთგული ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები. აქტივისტები კლოუნების კოსტიუმში გადაცმული გავიდნენ ქუჩებში. მოსკოვში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. დახურულია მეტროს შესასვლელები, რაც მსვლელობის ორგანიზატორებისთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას სურსდა მონაწილეთა რიცხვის ზრდისთვის ხელის შეშლა. აქცია იმართება პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის გამო. ინაუგურაცია ხვალ უნდა მოეწყოს.
XS
SM
MD
LG