Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში მოეწყო საპარლამენტო არჩევნები


საბერძნეთში, ამ ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ორწლიანი ეკონომიური ზომების, ხარჯების შემცირების გამო, ამომრჩეველი, არ მიემხრო ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის მმართველ პარტიებს. ეგზიტპოლების თანახმად, ყველაზე მეტი მომხრე „ახალ დემოკრატიას“ ჰყავს, თუმცა ის ვერ მოახერხებს მთავრობის შექმნას. მეორე ადგილზე, ამ მონაცემებით გავიდა მესმარცხენე რადიკალების კოალიცია „სირიზა“, რომელიც ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული საფინანსო პოლიტიკის წინააღმდეგია. საარჩევნო ბიულეტენებში 32 პარტია იყო შეყვანილი. პარლამენტში მოსახვედრად სამპრროცენტიანი ზღუდეა დაწესებული.
XS
SM
MD
LG