Accessibility links

logo-print

ფრანსუა ოლანდს ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას


საფრანგეთის სოციალისტების ლიდერს - ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ოლანდის გამარჯვებას ”ისტორიული მოვლენა” უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია ერთობლივი ძალებით შეეცდებიან ევროზონაში კრიზისის დაძლევას. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფრანსუა ოლანდი ბერლინში მიიწვია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმაც მიულოცა ოლანდს გამარჯვება და ბრიტანეთ-საფრანგეთის ურთიერთობის განმტკიცების იმედი გამოთქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაურეკა ოლანდს და მილოცვის შემდეგ, ის თეთრ სახლში მიიწვია. ფრანსუა ოლანდს გამარჯვება უკვე მიულოცეს აგრეთვე ესპანეთის, იტალიისა და კანადის ლიდერებმა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტების ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა ამომრჩეველთა ხმების 52%-ზე ცოტა ნაკლები, ნიკოლა სარკოზიმ კი 48%-ზე ცოტათი მეტი მოაგროვა.
XS
SM
MD
LG