Accessibility links

logo-print

სირიაში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები


სირიაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ეს არჩევნები არის კომპრომისული პოლიტიკური რეფორმის ნაწილი, რაც 2011 წელს ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამბოხის დაწყებას მოჰყვა. ასადის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის პირველი მრავალპარტიული არჩევნები სირიის ბოლო ნახევარი საუკუნის ისტორიაში. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 250 მანდატისთვის 7195 კანდიდატი იბრძვის. ოპოზიციამ ამ არჩევნებს ”სამარცხვინო” უწოდა და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG