Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება


ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალზე სამი ათასი ადამიანია მიწვეული. ღონისძიება დღეს, შუადღისას კრემლის დიდ დარბაზში გაიმართება. ინაუგურაციაზე მიწვეული არიან მთავრობისა და სახელმწიფო დუმის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, პუტინის საარჩევნო კამპანიის მონაწილეები, დიპლომატები, სასულიერო პირები, კულტურისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლები. ოპოზიციის აქტივისტები დღეს მოსკოვის ცენტრში აპირებენ მსვლელობის მოწყობას თეთრი ლენტებით. აქცია გაიმართება ლოზუნგით - ”თეთრი ქალაქი პატიოსანი ხელისუფლებისთვის”. აქტივისტები აცხადებენ, რომ დღევანდელი მსვლელობა არ საჭიროებს ქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG