Accessibility links

logo-print

კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართა


ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 2000-2008 წლებს შორის მას ეს პოსტი უკვე ორჯერ ეკავა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი იყო. მესამე ვადით გაპრეზიდენტების ცერემონია კრემლში გაიმართა. ცერემონიას 3,000-მდე სტუმარი დაესწრო - მათ შორის ფედერაციის საბჭოს წევრები, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლები. სანამ პუტინი ფიცს დადებდა, პოსტიდან მიმავალმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა რუსეთის მოქალაქეებს მადლობა გაადაუხადა მისთვის გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და პუტინს გაპრეზდიენტება მიულოცა. როგორც ვარაუდობენ, პუტინი მედვედევს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენს. მოსკოვში ორ ადგილას დემონსტრანტებმა პუტინის წინააღმდეგ მიმართული აქციების გამართვა სცადეს. პოლიციამ დააკავა დაახლოებით 120 დემონსტრანტი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი. კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.
XS
SM
MD
LG