Accessibility links

logo-print

”ეს შენ გეხება” მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის


7 მაისს სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამეტში შეიტანეს საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომელიც ”საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანასა და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. კერძოდ, საუბარია არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწაზე; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირებაზე; წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობაზე; საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფაზე; პოლიტიკური რეკლამის, მედიამონიტორინგის, დებატებისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების დარეგულირებაზე; მაუწყებლობის ტრანზიტის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებების განსაზღვრაზე. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენამდე ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად გაითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი სექტორის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს. საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტს 35 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აწერს ხელს.
XS
SM
MD
LG