Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა


საქართველოს ტერიტორიაზე ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია მიწისძვრას, რომელიც 7 მაისს, დილით 08:40 წუთზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანის სეისმური სამსახურის ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ზაქათალის რაიონში იყო და მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას შეადგენდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა ცნობა 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ, რომლის ეპიცენტრადაც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი ზემო ქედი იყო მოხსენიებული. აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც იგრძნობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა დაინგრა და დაშავდა დაახლოებით 20 ადამიანი. მსხვერპლი არ არის.
XS
SM
MD
LG