Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის არჩევნებზე


ნიკოლა სარკოზი ქართველი ხალხის მეხსიერებაში მუდამ მეგობრად დარჩება, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ნიკოლა სარკოზიმ 2008 წელს განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რისთვისაც ქართული მხარე მისი მადლიერია. რაც შეეხება საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, 6 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ ”სოციალისტ” კანდიდატს - ფრანსუა ოლანდს - ნიკოლოზ ვაშაკიძე მას ”გამოცდილ”, ”სერიოზულ” და ”მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ღირებულებების მქონე” პოლიტიკოსად ახასიათებს. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთთან თანამშრომლობა მისი პრეზიდენტობის პერიოდშიც წარმატებით და ნაყოფიერად განვითარდება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ 7 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
XS
SM
MD
LG