Accessibility links

logo-print

პუტინმა პრემიერ-მინისტრად მედვედევი წარადგინა


რუსეთში ახლად გაპრეზიდენტებულმა ვლადიმირ პუტინმა ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. პუტინმა ეს ნაბიჯი მაშინვე გადადგა, რაც კრემლში დასრულდა მისი ინაუგურაციის პომპეზური ცერემონია. საარჩევნო კამპანიის დროს პუტინი გამოდიოდა პირობით, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშნავდა თავის პოლიტიკურ პარტნიორს, მედვედევს. სახელმწიფო სათათბირო 8 მაისს საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც პუტინი დეპუტატებს პირადად წარუდგენს მედვედევს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიქტორ ზუბკოვმა პუტინს გადადგომის შესახებ განცხადებით ორშაბათს მიმართა - ისევე, როგორც მთლიანმა მინისტრთა კაბინეტმა. თუმცა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე თავისი მოვალეობის შესრულებას ყველა მინისტრი გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG