Accessibility links

logo-print

მერკელი საბერძნეთს და საფრანგეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კვლავ მკაცრ პოლიტიკას მისდევს საბერძნეთის დავალიანების კრიზისის საკითხთან მიმართებით და აცხადებს, რომ „უაღრესად მნიშვნელოვანია“ ათენმა უერთგულოს ხელმომჭირნეობის პოლიტიკას. მერკელი ამ განცადებებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც საბერძნეთში კვირას გამართულ არჩევნებზე უმრავლესობა დაკარგა იმ ორმა წამყვანმა პარტიამ, რომელიც საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას უჭერდა მხარს. მერკელმა ასევე თქვა, რომ მოუთმენლად ელის გერმანიაში ფრანსუა ოლანდის სტუმრობას - რომელმაც კვირას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, მერკელის თქმით, ევროკავშირის ფისკალური შემჭიდროვების შეთანხმება, რომელიც მარტში იქნა მიღწეული, ოლანდთან შეხვედრაზე გადახედვას არ დაექვემდებარება. ოლანდს ნათქვამი აქვს, რომ ხელახალი მოლაპარაკება სურს შეთანხმების ირგვლივ - რომელიც საბიუჯეტო დისციპლინის და ვალის შემცირების ზომების გატარებას ითვალისწინებს. „საფრანგეთისა და გერმანიის თანამშრობლობას ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ გვსურს, ევროპა წარმატებული იყოსო“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.
XS
SM
MD
LG