Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს ქალიშვილი გერმანიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა


გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ორშაბათს შეხვედრა გამართა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს ქალიშვილთან. მთავრობის პრეს-მდივნის ცნობით, ევგენია ტიმოშენკო დახურულ კარს მიღმა შეხვდა მინისტრს, ზაბინე ლოითჰოისერ შნარენბერგერს, მისი დედის საქმეზე სალაპარაკოდ. შეხვედრის ფონია მზარდი შეშფოთება იულია ტიმშენკოს ჯანმრთელობის ირგვლივ. ტიმოშენკომ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ის ციხის მცველებმა სცემეს და მას შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული. გერმანია გამოვიდა შეთავაზებით, რომ ტიმოშენკომ მკურნალობის კურსი იქ გაიაროს. ოფიციალური პირების ცნობით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ შეხვედრია ევგენია ტიმოშენკოს, თუმცა დედამისის საქმეს თვალს ყურადღებით ადევნებს. იულია ტიმოშენკოს ხელისუფლების გადამეტების ბრალდებით შვიდი წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. მისი მომხრეები მას პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან შურისძიების მსხვერპლად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG