Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ოპოზიციური პარტიების აქცია გაიმართა


აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტიებმა ბაქოში არასანქცირებული დემონსტრაცია გამართეს და მთავრობას მოსთხოვეს მათ მისცეს ქალაქის ცენტრში საჯარო შეკრებების გამართვის უფლება. 100-მდე აქტივისტმა, რომლებიც „საზოგადოებრივი პალატის“ სახელით მოქმედ ჯგუფში არიან გაერთიანებული, ქალაქის მერის, ჰაჯიბალა აბუთალიბოვის ოფისის წინ პიკეტი მოაწყო და მისი გადადგომა მოითხოვა. გავრცელებული ცნობებით, საქმეში სწრაფად ჩაერთო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი - მან აქცია დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა. „საზოგადოებრივი პალატა“ აცხადებს, რომ ბაქოში საპროტესტო აქციებს ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის დროსაც გამართავს - რომელიც ამ ქალაქში 22-დან 26 მაისამდე ჩატარდება. ჯგუფის თქმით, აქციების მიზანი იქნება „საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას“. ქალაქის მერია აცხადებს, რომ ჯგუფს ბაქოს შემოგარენში მისცემს აქციების გამართვის უფლებას - თუმცა ოპოზიციამ ეს წინადადება უარყო.
XS
SM
MD
LG