Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია პატიმრების გარდაცვალების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში 18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმრის - ზურაბ დელიანიძისა და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, დელიანიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა და იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება. ამასთან, მოუწოდებს გამოძიების მწარმოებელ ორგანოებს, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ.
XS
SM
MD
LG