Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს ავღანეთის სარდლობის ინფორმაციით, თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად ორშაბათს აღმოსავლეთ რეგიონში კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის. ნატოს სარდლობას ტრადიციისამებრ არ დაუზუსტებია ინცინდენტის ადგილი და დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა. ამ მსხვერპლის ჩათვლით 142-მდე გაიზარდა 2012 წელს ავღანეთში დაღუპული საერთაშორისო სამხედრო ძალების დანაკარგის რაოდენობა. თალიბანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა „თავდასხმების გაზაფხული“, რაც ავღანეთის მთავრობამ დაგმო, როგორც ისლამის საწინააღმდეგო, მზაკვრული ქმედება.
XS
SM
MD
LG