Accessibility links

logo-print

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში 40-ჯერ განმეორდა


ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 40-ჯერ განმეორდა. ამის შესახებ ცნობას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით. დროისთვის ბოლო მიწისქვეშა ბიძგი დღეს, 08:31 საათზე დაფიქსირდა.რყევების სიმძლავრე დაბალი იყო - ყველაზე ძლიერის მაგნიტუდა 3,1-ს შეადგენდა. ყველა მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ზაქათალას რაიონში მდებარეობდა. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა გუშინ დილით მოხდა. მიწისძვრა 08:40 საათზე დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
XS
SM
MD
LG