Accessibility links

logo-print

დაიწყო სესხების გამცემი ორგანიზაციების გაკონტროლებას


”ეორვნული ბანკის შესახებ” კანონი სესხების გამცემ ორგანიზაციებს გააკონტროლებს. კანონპროექტით იქმნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელსაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი იქნება იურიდიული პირი, რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს. კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ იურიდიული პირები, რომელთა მიერ მოზიდული სახსრები არ აღემატება 5 მილიონ ლარს გარკვეულ შემთხვევებში მაინც ვალდებულნი იქნებიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ.
XS
SM
MD
LG