Accessibility links

logo-print

წვიმამ თბილისს პრობლემები შეუქმნა


გუშინდელმა წვიმამ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე პრობლემები წარმოქმნა. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ”ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ მაშველები სხვადასხვა ქუჩაზე გამოძახებაზე 59-ჯერ გავიდნენ, გაჭედილი წყლის გამტარი ჭების და კოლექტორების გასაწმენდად. ძლიერმა წვიმამ დავით აღმაშენებლის 86/90 ნომერში სახლი დააზიანა, თუმცა მობინადრეებს სამაშველოს დახმარება არ დასჭირდათ.
XS
SM
MD
LG