Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შეხვედრებს მართავენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები


თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები - გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები - ანტი ტურუნენი, პოდრიგ მერფი და ფილიპ ლეფორი. თანათავმჯდომარეების ვიზიტის მთავარ მიზანს ჟენევის მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდისთვის მზადება წარმოადგენს და ამ მიზნით ისინი 7 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდნენ. 9 მაისს კი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავლენ. ჟენევის მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG