Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ქუთაისში მშენებარე პარლამენტში სხდომის გამართვა სახიფათო არ არის


26 მაისისთვის ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში, მხოლოდ სხდომათა დარბაზის მშენებლობა იქნება დასრულებული და ”ეს ყველასთვის ცნობილია”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 8 მაისს, პარლამენტის სხდომაზე. მისი თქმით, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის გეგმა ”წინმსწრებადაც” კი სრულდება და ის, რომ მშენებლობა დაუსრულებელია, სახიფათო არ არის. უმრავლესობის წარმომადგენელ ვიცე-სპიკერს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუხდა, რაც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ 8 მაისის სხდომაზე კოლეგები იმ შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რაც მოსალოდნელია 26 მაისის სხდომის გამართვისას დაჩქარებული ტემპებით მშენებარე, დაუმთავრებელ შენობაში. ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” არ აპირებს დაესწროს ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილ სხდომას. უარს აცხადებენ ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლებიც.
XS
SM
MD
LG