Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ აღკვეთილია ალ-ყაიდის თავდასხმა


თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ახლახან იემენში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ დაგეგმილი თავდასხმის აღკვეთა შესძლო. თავდასხმა აშშ-სკენ მიმავალი თვითმფრინავის აფეთქებას ითვალისწინებდა. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამოღებული ბომბი იმის მსგავსი იყო, რომელიც 2009 წლის 25 დეკემბერს უპოვეს ნიგერიელ უმარ ფარუკ აბდულმუთალიბს, როცა მან დეტროიტის თავზე ვერ შესძლო თვითმფრინავის აფეთქება. გამოძიების ფედერალური სააგენტო ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მის განკარგულებაშია. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაიტლინ ჰეიდენმა თქვა, რომ გეგმის შესახებ პრეზიდენტ ობამას აპრილში აცნობეს და „დაარწმუნეს, რომ მოწყობილობა საზოგადოებას საფრთხეს არ უქმნიდა“.
XS
SM
MD
LG