Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: პაკისტანმა ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო მეტი უნდა გააკეთოს


აშშ-ის სახელწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი პაკისტანს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ებრძოლოს ექსტრემიზმს. კლინტონი ამ სიტყვებით მეზობელ ინდოეთში გამოვიდა. მისი თქმით, პაკისტანის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ მისი ტერიტორია არ გამოიყენონ თავდასხმების მოსაწყობად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. კლინტონმა, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ს.მ. კრიშნასთან ერთად მართავდა პრეს-კონფერენციას, განაცხადა, პაკისტანში „ტერორისტებმა“ 30,000-ზე მეტი ადამიანი დახოცესო. ერთი დღით ადრე კლინტონმა თქვა, რომ პაკისტანმა ზომები უნდა მიიღოს ჰაფიზ საეედის წინააღმდეგ. საეედი ლაშქარ-ე-თაიბას სახელით ცნობილი ჯგუფის დამაარსებელია - რომელსაც 2008 წელს ბომბეიში განხორციელებული თავდასხმა ბრალდება. იმ თავდასხმას 165 ადამიანი შეეწირა. კლინტონის თქმით, საეედის შეპყრობისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს დაწესებით აშშ-მა აჩვენა, მისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია პაკისტანში დაფუძნებულ ტერორიზმთან ბრძოლა.
XS
SM
MD
LG