Accessibility links

logo-print

ერაყის მიმალვაში მყოფ ვიცე-პრეზიდენტს ინტერპოლი ეძებს


ინტერპოლი აცხადებს, რომ გასცა ე.წ. საერთაშორისო „წითელი შეტყობინება“ - ანუ ძიების უმაღლესი კატეგორია - ერაყის მიმალვაში მყოფი ვიცე-პრეზიდენტის, ტარექ ალ-ჰაშიმის დაპატიმრებაზე, მის მიერ „ტერორისტული თავდასხმების ზედამხედველობის და დაფინანსების“ ეჭვის საფუძველზე. ლიონში განთავსებულმა საერთაშორისო საპოლიციო სააგენტომ თქვა, რომ ამ შეტყობინების გაცემა მას ერაყის მთავრობამ სთხოვა. ჰაშემის სასამართლო პროცესი ბაღდადში მისი დასწრების გარეშე მიმდინარეობს. ბოლოს ის სტამბოლში ნახეს. ჰაშემის და მისი დაცვის წევრ შვიდ კაცს ბრალი ედება ექვსი ერაყელი მოსამართლის და მაღალჩინოსნის დახოცვაში. თავად ჰაშემი მის წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ერაყში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება მის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე.
XS
SM
MD
LG