Accessibility links

logo-print

სტამბოლის უნივერსიტეტში აფეთქებას სამი ადამიანის დაშავება მოჰყვა


თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანატოლია“ იუწყება, რომ სამი ადამიანი დაშავდა სტამბოლის უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად. სააგენტოს თანახმად, აფეთქება სტამბოლის უნივერსიტეტის საპირფარეშოში მოხდა. სამივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სააგენტოს თანახმად, აფეთქების მიზეზი გაურკვეველია. წარსულში სტამბულში აფეთქებები მოწყობილი აქვთ ქურთების, მემარცხენეებია და რადიკალი ისლამისტების დაჯგუფებებს. თუმცა ის, იყო თუ არა დღეს მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი, უცნობია.
XS
SM
MD
LG