Accessibility links

logo-print

სახელმწიფო სათათბირომ დმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ - სახელმწიფო სათათბირომ - ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა, პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციიდან ერთი დღის შემდეგ. სახელმწიფო სათათბიროში - სადაც უმრავლესობას კრემლის მოკავშირე პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ფლობს - მედვედევი დაამტკიცეს ხმების 299-144 შეფარდებით. მედვედევის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებით დასრულდა მედვედევსა და პუტინს შორის თანამდებობების გაცვლის პროცესი. ორშაბათს, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ, რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა ღამე მოსკოვის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაათენა, კრემლის კედლებიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის მოშორებით. სამშაბათს, ოპოზიციური გამოსვლების მონაწილეთა კვლავ დაკავება მოხდა პოლიციის მხრიდან. პოლიციის თანახმად, დააკვეს 30- მდე პირი, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი და ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი. მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტს პუტინი იკავებდა - მას შემდეგ, რაც 2000 და 2008 წლებში ორი ვადით გახდა პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG