Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორი დაიღუპა ავტოავარიაში


სამხრეთ კორეელი ინსპექტორი, რომელიც საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიით ირანში იმყოფებოდა, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. საააგენტომ განაცხადა, რომ მას კონტაქტი აქვს დაღუპულის ოჯახთან და ირანის ხელისუფლებთან. ინსპექტორის ვინაობა სააგენტოს არ გაუმხელია. ირანის სააგენტო „ირნას“ ცნობით, ლაპარაკია სამხრეთ კორეელ სეო ოკსეოკზე. მისი სლოვაკი კოლეგა დაშავდა ავარიისას. ავარია მოხდა რეაქტორთან, რომლის ინსპექციასაც ისინი აწარმოებდნენ. ინციდენტი, ირანის ატმური უწყების თანამხად, მოხდა მარქაზის პროვინციპაში, ხანდაბის ბირთვულ კომპლექსთან. მანქანა, ცნობით, მოცურდა და გადატრიალდა.
XS
SM
MD
LG