Accessibility links

logo-print

საბერძნეთის მემარცხენე ლიდერი მომჭირნეობის რეფორმებს მხარს არ დაუჭერს


საბერძნეთის მემარცხენე პარტიის, სირიზას ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ის შეძლებს ახალი მთავრობის შექმნას, არ მიემხრობა ევროკავშირის და სავალუტო ფონდის მიერ შეთავაზებულ მომჭირნეობის პროგრამას. ალექსის ციპრასს პრეზიდენტმა კაროლოს პაპულიასმა სამი დღე მისცა, შექმნას მთავრობა, მას მერე, რაც კონსერვატული ახალმა დემოკრატია წარუმატებელი გამოდგა. სირიზას პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. მკაფიო გამარჯვებული კენჭისყრას არ გამოუვლენია. მთავარმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მომჭირნეობის რეფორმებს გააგრძელებენ, მაგრამ ახალ დემოკრატებს და სოციალისტებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობა მანდატებისა, შექმნან მთავრობა. თუ 17 მაისისთვის ახალი კაბინეტი არ შეიქმნა, საბერძნეთში განმეორებითი არჩევნები დაინიშნება.
XS
SM
MD
LG