Accessibility links

logo-print

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო


საქართველოს პარლამნეტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე ისარგებლებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ის მოქალაქეები, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, ნაცვლად აქამდე განსაზღვრული 25–წლიანი ასაკობრივი ცენზისა.
XS
SM
MD
LG