Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო გადაიყვანეს კოლონიიდან საავადმყოფოში


უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო დღეს კოლონიიდან ხარკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტიმოშენკოს პარტიის ინფორმაციით, ტიმოშენკოს გერმანული კლინიკის - ”შარიტეს” ექიმი-ნევროპათოლოგი ლუტც ჰარმსი უმკურნალებს. წინა დღით ტიმოშენკომ განაცხადა, რომ დათანხმდებოდა ხარკოვის საავადმყოფოში გადაყვანაზე იმ პირობით, თუ მისი მკურნალი ექიმი ჰარმსი იქნებოდა. ტიმოშენკო არ ენდობა უკრაინელ ექიმებს, რადგან, მისი ადვოკატის თქმით, ისინი ყოველდღე გასცემდნენ ცნობებს, რომ ტიმოშენკო ჯანმრთელია.
XS
SM
MD
LG