Accessibility links

რუსეთში დღეს ჩატარდა სამხედრო აღლუმი


რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 67-ე წლისთავი რუსეთში სამხედრო აღლუმით აღინიშნა. ღონისძიებას რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი გერასიმოვი ხელმძღვანელობდნენ. აღლუმს ესწრებოდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი. პუტინმა განაცხადა: ”რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების პოლიტიკას და ჩვენ გვაქვს უდიდესი მორალური უფლება პრინციპულად და მტკიცედ დავიცვათ ჩვენი პოზიციები. რადგან, სწორედ ჩვენმა ქვეყანამ აიღო თავის თავზე ნაციზმის მთავარი დარტყმა”.
XS
SM
MD
LG