Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ბომბი აფეთქდა გაეროს მეთვალყურეთა ავტოკოლონასთან


სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს სამეთვალყურეო მისიის ავტოკოლონა გადაურჩა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებას. როგორც იუწყებიან, ბომბი ოთხშაბათს აფეთქდა სირიელი სამხედროების ავტოკოლონასთან - სულ რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც იმავე ადგილას ჩაიარა კორტეჟმა, რომელიც ახლდა სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის უროსს, გენერალ-მაიორ რობერტ მუდს. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, სამხრეთში მდებარე ქალაქ დარაასთან მოწყობილი ამ აფეთქების შედეგად დაიჭრა, სულ ცოტა, ექვსი სირიელი ჯარისკაცი. დღესვე გაზეთმა „აშარკ ალ-აუსატმა“ გამოაქვეყნა ოპოზიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ რიად ალ-ასადის განცხადება, რომ ოპოზიციამ შესაძლოა, განაახლოს სამხედრო ოპერაციები მიუხედავად გაეროს შუამავლობით შეთანხმებული ზავისა, რადგან, პოლკოვნიკის თქმით, „ხალხი მოითხოვს," რომ ის დაიცვან. გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა კოფი ანანმა სამშაბათს გამოთქვა შეფასება, რომ სირია „სამოქალაქო ომის“ ზღვარზეა.
XS
SM
MD
LG