Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიანში კონტაქტი დაკარგეს სამგზავრო თვითმფრინავთან


ინდონეზიიდან გავრცელებული ინფორმაციით, რადარიდან გაქრა რუსული წარმოების თვითმფრინავი, "სუხოის" ტიპის "სუპერჯეტ 100", რომელშიც 46 ადამიანი იმყოფება. ინდონეზიის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ნათელი არ არის, თვითმფრინავმა ავარია განიცადა თუ არა. დაწყებულია ძებნისა და სამაშველო ოპერაცია. თვითმფრინავი, რომელიც 100 მგზავრს იტევს, ახორციელებდა საჩვენებელ ფრენას აზიის ტურნეს ფარგლებში, რასაც უნდა მოჰყოლოდა ფრენა ყაზახეთში, პაკისტანში, ინდონეზიაში, ვიეტნამში, ლაოსსა და მიანმარში. "სუპერჯეტ 100"-ის დებიუტი 2008 წელს შედგა. მას ამჟამად იყენებენ „აეროფლოტი“ და სომხეთის ავიაკომპანია „არმავია“.
XS
SM
MD
LG