Accessibility links

logo-print

ფოთში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა იჩხუბეს


ფოთში, დევნილების საცხოვრებელ უბანში, ”თავისუფალი დემოკრატებისა” და კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი ალასანიას მისვლისას, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები , - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”. თუმცა ამავე წყაროს ცნობით, ინციდენტს ხელი არ შეუშლია. მოსახლეობასთან ოპოზიციის ლიდერის შეხვედრის მსვლელობისთვის. როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, ინციდენტი ხელისუფლების დავალებით იყო პროვოცირებული. ირაკლი ალასანია ფოთში დევნილთა ახალი დასახლების მკვიდრთა საცხოვრებელ პირობებს ეცნობოდა. დასახლებაში 3 ათასზე მეტი დევნილი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG